ვანდალიზმის შემთხვევა ლეონიძის სკვერში

რუსთავში, ლეონიძის სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს. ჩამტვრეულია მინა. აღნიშნულ სკვერში ეს ვანდალიზმის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ფაქტი ადგილზე რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა. ელექტრონული ბიბლიოთეკა “საბას” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუსთავში სხვა და სხვა მისამართებზე მოეწყო. პროექტის მიზანს წიგნის და ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდები წიგნიერების დონის გაზრდა წარმოადგენს.