შინაგან საქმეთა სამინისტროში გაამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კომენტარი ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და რამდენიმე ადამიანი კიდევ გამოსაკითხია.
,,გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ,შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილი გენერალური დირექტორის — ზვიად დევდარიანის
წინააღმდეგ 2018 წლის 23 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.