ზოგადი უნარების გამოცდაზე 44 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

გამოცდაზე რეგისტრირებული 524 აბიტურიენტიდან ,44 საგამოცდო ცენტრში არ გამოცხადდა

ზოგადი უნარების გამოცდა ისევ ორ სესიად ტარდება საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში. დილიდან უხარვეზოდ მიმდინარეობს პროცესი რუსთავის საგამოცდო ცენტრში. როგორც ცენტრის ადმინისტრატორი ზვიად მურადაშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტავს, პირველი სესიისთვის დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 44 აპლიკანტი გამოცდაზე არ გამოცხადდა. დაფიქსირდა ერთი დაგვიანების შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი,რომლის თანახმად 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ტარდება 7 ივლისს ანალოგიური თანმიმდევრობით.