ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარეს . რუსთავის საგამოცდო ცენტრში 35 სექტორი იყო დატვირთული. გამოცდას პირველ სესიაზე 525 აპლიკანტი აბარებდა , მათგან 24 აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ გამოცხადდა.რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები . აბიტურიენტები გამოცდას საშუალო სირთულით აფასებენ , თუმცა აღნიშნავენ რომ მათემატიკური ნაწილი ვერბალურ ნაწილზე რთული იყო .