თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. როგორც ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, შემთხვევა „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავში მოხდა. მისი ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავში პილოტმა გამოაცხადა, რომ პრობლემა იყო და უნდა დაფრენილიყვნენ ტრაბზონში.
როგორც მგზავრი განმარტავს, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის და თვითმრფინავის მისვლას ელოდებიან, რომ დანიშნულების ადგილზე გაემგზავრონ.