თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ , ტურისტების ადგილსამყოფელი იციან, თუმცა რთული რელიეფისა და ამინდის გაუარესების გამო ვერტმფრენი მიახლოებას ვერ ახერხებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელი ტურისტები ალპინისტების 8-კაციან ჯგუფთან ერთად იყვნენ.
„ორ ტურისტს უკვე რამდენიმე საათია ვეძებთ. დადგენილია მათი ადგილსამყოფელი, თუმცა, ურთულესი რელიეფისა და ამინდის გაუარესების გამო, ჯერჯერობით ვერტმფრენი მათთან მიახლოებას ვერ ახერხებს. როგორც კი მეტეოროლოგიური პირობები ვერტმფრენს მიახლოების საშუალებას მისცემს, ტურისტებს გამოიყვანენ. ჯერჯერობით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.