საკრებულოს სხდომათა დარბაზში რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს “რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისთვის” ნაწილობრივ სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი ავტობუსით მგზავრობის ტარიფი 40 თეთრით განისაზღვრა, თუმცა ცვლილება მგზავრების ჯიბეზე არ აისახება და მათ მგზავრობის საფასურის 20 თეთრის გადახდა მოუწევთ. დანარჩენი 20 თეთრის სუბსიდირება კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.