ირაკლი ტაბაღუამ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, მინერალური შემავსებლის (ე.წ ფილერი) დამამზადებელი ახალი ტექნოლოგიების საწარმო დაათვალიერა და სამრეწველო პროცესს გაეცნო. საწარმო მიმდინარე წელს აშენდა და მასში ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
ამ ეტაპზე საწარმო სატესტო რეჟიმში მუშაობს და მისი სრული დატვირთვის შემდგომ 15 ადამიანი დასაქმდება.