კონდიციონერის ჩართვის შემდეგ ,,ინტერტრანსის” მიკროავტობუსი გაფუჭდა

კონდიციონერის ჩართვის შემდეგ ,,ინტერტრანსის” მიკროავტობუსი გაფუჭდა. მას შემდეგ რაც რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში მძღოლმა მგზავრების მოთხოვნით კონდიციონერი ჩართო,მაგისტრალზე მიკროავტობუსი გაფუჭდა.მძღოლი რამდენიმე წუთის განმავლობაში მის შეკეთებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მგზავრების გადასაყვანად სხვა მიკროავტობუსი მივიდა.