რეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული ფასადების რესტავრაცია მიმდინარეობს. განახლდება გამზირზე არსებული ყველა ფასადი სადაც ხარვეზი არსებობს. სამუშაოებს ის კომპანია ახორციელებს, რომელმაც ორი წლის წინ გამზირის რესტავრაცია ჩაატარა. კომპანია “დაგს” და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად , სამუშაოების შემსრულებელი კომპანია პროექტის ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში ვალდებულია არსებული ხარვეზები საკუთარი ფინანსური სახსრებით გამოასწოროს. ოთხ მილიონიანი პროექტის, რომელიც ყოფილი მერის დავით ჯიქიას მერობის პერიოდში დაიწყო, დასრულების შემდეგ ხარვეზები რამდენიმე თვეში დაფიქსირდა . დაზიანებულია კორპუსების ფასადები და აივნები.