კოსტავას გამზირის #14 მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითებისთვის სპეციალური შუქნიშანი განთავსდა. პრობლემურ მონაკვეთზე საგზაო ნიშნის მონტაჟი რუსთავის მერიისა და საპატრულო პოლიციის შეთანხმების შედეგად მოხდა.
პროექტი საგზაო უსაფრთხოების დაცვას და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას ისახავს მიზნად.