კრწანისის ახლომდებარე დასახლებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის დამთვლელმა კომისიამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა დაასრულა. აღიწერა სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები, კომისიამ დაათვალიერა და აღწერა ასევე 12 საცხოვრებელი სახლი,რომლებიც სტიქიის შედეგად სრულად დაიტბორა. აღწერილია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურაც. აღწერის შემდეგ, ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს შეაფასებს და თანხობრივად დაითვლის.
შეგახსენებთ,22 ივლისს უხვი ნალექის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კრწანისი დაიტბორა.