ლაშა გურულის კიდევ ერთი წარმატება-რუსთაველი მოკრივე კვლავ ჩემპიონია.სპორტსმენმა უკრაინაში, ოდესაში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე კრივში იასპარეზა. სპორტსმენმა ოთხი ბრძოლა ჩაატარა, ოთხივე გამარჯვებით დაასრულა და ჩემპიონი გახდა. გურული 69 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მასთან ერთად საერთაშორისო ტურნირზე საქართველოდან კიდევ ოთხი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
საერთაშორისო ტურნირზე სულ 15 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენი ასპარეზობდა.