ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში  ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე აღნიშნავს , ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია და ახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არის.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 4 დღის წინ გაჩნდა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე ასევე მთელი რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.