რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში მძღოლსა და მგზავრს შორის დაპირისპირება მოხდა.დაპირისპირება კონდიციონერის გაუმართაობამ გამოიწვია. მგზავრი მძღოლს კონდიციონერის ჩართვას თხოვდა,რამაც მძღოლის მხრიდან გაღიზიანება და უცენზურო სიტყვების გამოყენება გამოიწვია. ვიდეო რუსთავის ყველაზე აქტიურ ჯგუფში ,,RUSTAVI რუსთავი” გავრცელდა.