მე-11 მიკრორაიონის მცხოვრებლები დაზიანებული სისტემის აღდგენას ითხოვენ

მეთერთმეტე მიკრორაიონის  მეხუთე კორპუსის მცხოვრებლები დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის აღდგენას ითხოვენ .ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით , საკანალიზაციო ჭიდან ამოსული წყალი  საცხოვრებლები კორპუსის სადარბაზოში დგება ,  რის გამოც კორპუსში  გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა . ადგილობრივების თქმით პრობლემა პერმანენტულად იჩენს თავს.

როგრც „ ქრონიკას „ რუსთავის წყალში“  განუცხადეს  აღნიშნულ მისამართზე სამუშაო ჯგუფი  უკვე იმყოფებოდა და  გაბიდნული საკანალიზაციო ჭა გაწმინდეს. მათი თქმით კორპუსში ასევე დაზიანებულია შიდა საკანალიზაციო სისტემა , რომლის გაწმენდის სამუშაოები   კომპანია „რუსთავის წყლის „ კომპეტენცია არ არის .