მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. თადუმაძემ მთავარი პროკურორის პოსტი 6-წლის ვადით დაიკავა. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა თადუმაძის კანდიდატურის წინააღმდეგ პარლამენტის ორმა წევრმა მისცა. თადუმაძის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა.
ახალი მთავარი პროკურორის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.