მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ქვეყანაში ინერგება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით მოხდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, როგორც ლოკალური, ასევე, მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე მუშაობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ამასთან, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად, განვითარება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება მუდმივ რეჟიმში შეეძლებათ.