მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე 495 900-ზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრი დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზის და განცხადების წარმოდგენის შემდეგ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისათვის უფასოდ ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ,იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს წლის ბოლომდე მიმართონ.