,,ნასვამებს ბავშვების აუზში უნდოდათ ბანაობა”- სამმა მამაკაცმა ამღზრდელი ცემა

რუსთავში მდებარე ბავშვთა სახლ ,,თბილი სახლის” ამღზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ქრონიკისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ნასვამი სამი მამაკაცი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ აუზში ბანაობას ითხოვდა.

,,ბავშვების აუზში უნდოდათ ბანაობა, ამღზრდელმა დაუშალათ, ფაქტით გაღიზიანდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”- განუცხადეს ,,ქრონიკას” ,,თბილ სახლში”.  ამღზრდელს დაზიანებები თვალისა და თავის არეში აქვს.
ამ წუთებში დაზარალებული და ცენტრის კოორდინატორი რუსთავის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

,,ქრონიკა”  ცენტრის კოორდინატორს ნინო შერბაკოვასაც ესაუბრა. სატელეფონო საუბარში შერბაკოვამ დეტალების მოყოლისგან თავი შეიკავა თუმცა დადასტურა რომ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც ,,ქრონიკას” ,,თბილ სახლში” განუცხადეს ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მოსახლეობა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობას აგრესიული ფორმებით ითხოვს.