რას მოიცავს რუსთავის საკრებულოს მუშაობის ანგარიში–პრეზენტაცია ლევან ონიანმა წარადგინა

ანგარიში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ წარუდგინა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა მეექვსე მოწვევის საკრებულოს მუშაობის ანგარიში წარადგინა. ონიანმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეული წარმოამდგენლობითი ორგანოს ინიციატივით განხორციელდა. ინფრასტუქუტრული პროექტები, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ გაფორმებული მემორანდუმები–ეს არის ის ძირითადი საკითხები,რომელსაც ანგარიში მოიცავს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომრის თქმით, მეექსვე მოწვევის საკრებულოს მთავარი პრიორიტეტი გამჭვირვალე და ღია სისტემის შექმნაა, რომელიც მოსახლოების კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული. ლევან ონიანმა დღესვე საკრებულოს ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაც გამართა. საკრებულოს თავმჯდოამრის თქმით, არჩევნებიდან დღემდე 21 საკრებულოს სხდომა ჩატარდა, მათ შორის 13 რიგგარეშე სხდომა და გამოიცა 144 განკარგულება. ლევან ონიანმა ანგარიშის დაწყებამდე საკრებულოს უმრავლესობას, ოპოზციას, აღმასრულებელ ორგანოს და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინსიტრაციას თანამშრომლობსითვის მადლობა გადაუხადა. ანგარიშის პრეზენტაცია რუსთავის თეატრში მიმდინარეობდა და მას რუსთავის მერი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, საკრებულოს წევრები და დაიტერესებული პირები ესწრებოდნენ.