რა პროექტები განახორციელა რუსთავმა   ღია მმართველობის ფარგლებში?

რა პროექტები განახორციელა რუსთავმა   ღია მმართველობის ფარგლებში?- აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს. კონფერენციას სახელწოდებით „ ღია მმართველობა ადგილობრივ დონეებზე -ქალაქები ქმედებაში“ რუსთავი მასპინძლობს .

ღია მმართველობის სტრატეგია , ელექტრონული პეტიცია , სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და  მერიის ინოვაციების ჰაბი – ეს იმ პროგრამების  არასრული ჩამონათვალია რომელიც რუსთავში  ღია მმართველობის ფარგლებში შეიქმნა. ამ საკითხებზე პრეზენტაცია დღეს რუსთავის მერის თანაშემწემ სტრატეგიული განვითარების საკითხებში რევაზ ბარბაქაძემ გამართა.

რეზო ბარბაქაძემ ასევე ისაუბრა  ახალი პროგრამის შესახებ , სადაც ახალი ინიციატივების გადაჭრაში ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი თანაბრად იქნება ჩართული.

საერთაშორისო კონფერენცია თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა . კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრები , საქართველოს რეგიონალური, ადგილობრივი და ევროპის ქვეყნებიდან მოწვეული  თვითმართველობების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ .