როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში აგრილდება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან 17 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, -აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.