როგორ აფასებენ მუნიციპალიტეტების პირველი პირები გრიგოლ ნემსაძის მუშაობას

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის  1 წლიან  საქმიანობას რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები აფასებენ. „ქრონიკა“  მერების შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

„მასთან მუშაობა იყო დიდი პატივი ჩემთვის. იყო ძალიან აქტიური ადამიანი. ბევრი საინტერესო პროექტი მოუტანა ქვემო ქართლს და მათ შორის დმანისს. დიდ მადლობას მოვახსენებ ნაყოფიერი მუშაობისთვის და ვუსურვებ წარმატებას. დიდი მადლობა ასევე , იმ ურთიერთობისთვის,რომელიც ამ ადამიანმა ქვემო ქართლს და დმანისს აჩუქა“-დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი

„მასთან მუშაობა იყო საკმაოდ კომფორტული. ბატონი გიგა ბევრი ადამიანური თვისებით დაჯილდოვებული ადამიანი არის. მინდა რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნებული იყოს, არამარტო მისი მოღვაწეობის ეტაპზე და იმ პოზიციიდან რა პოზიციიდანაც ახლა ვსაუბრობ, არამედ ცხოვრებისეულად. ადამიანური ფაქტორი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თანამდებობა, რომელიც შეიძლება იყოს დროებითი“-რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა

„ბატონ გრიგოლ ნემსაძესთან მუშაობა იყო სიამოვნება. ეს არის ადამიანი, ვისთანაც ნებისმიერ თემაზე თავისუფლად შეიძლება საუბარი. გუბერნატორი ,რომელიც დროულად აკეთებდა პრობლემის ანალიზსს და ღებულობდა ოპერატიულ გადაწყვეტილებას. მასთან მუშაობა კომფორტი იყო“- მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე.