რუსთავის მუნიციპალიტეტი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბელორუსიის ქალაქ ჟოდინოს 55 წლის იუბილეს ულოცავს.ქალაქი ჟოდინო რუსთავის დამეგობრებული ქალაქია . ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი საქართველოში, მიმდინარე წლის მარტში მოეწერა. ვიდეო-რგოლი რომლითაც რუსთავის მერიამ დამეგობრებულ ქალაქს იუბილე მიულოცა TV-4ის მიერ არის დამზადებული. ვიდეო კადრებში ჩანს ქალაქ რუსთავის მაიდენტიფიცირებელი და მნიშვნელოვანი ადგილები: რუსთავის შემოსასვლელი, ცენტრალური ქუჩები, რუსთავის პარკი და მერიის წინ არსებული მოედანი. ვიდეოში კი ცნობილი რუსთაველი ახალგაზრდები მონაწილეობენ. მათ შორის კალათბურთელები გიგი და ლუკა ტაბაღუები, ევროპის ჩემპიონი კრივში ნიკოლოზ ბეგაძე, სამგზის საქართველოს ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, ასევე რუსთავის ცნობილი ანსამბლები ,,თუთარჩელა” და ,,სალხინო”.

ქალაქ ჟოდინოს 55 წლის იუბილის აღსანიშნავად რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე და რუსთავის ვიცე მერი დავით კეკელიძე, ბელარუსში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდნენ.