როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი?

საქართველოში რამდენიმე დღე ისევ ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია სეტყვაც.სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთში იქნება 24-29 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში 26-31.
რუსთავში, დღეს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი 28 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, მოსალოდნელია სიცხეც.