ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შეტყუპების“ პროექტის ფარგლებში, რუსთავის მერიაში , გარემოს ჯანმრთელობის დაცვის თემაზე საბაზისო ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებს, გარემოს ჯანმრთელობის საკითხებზე, ფრიდრიხ ლოფერის ინსტიტუტის პოლონეთის ფილიალის ექსპერტები ესაუბრნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰაერის ხარისხსა და შესაბამის საფრთხეებზე.წარმატებული მაგალითების საფუძველზე, წარმოდგენილი იყო შეფასების მეთოდები, პრევენციის სტრატეგიების და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საკითხები. ტრენინგს ადგილობრივი ხელისუფლების,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია,რომ გარემოს ჯანმრთელობის სფეროში „შეტყუპების“ პროექტის მოთხოვნათა შესაბამისად, მსგავსი საბაზისო ტრენინგები საქართველოს კიდევ ხუთ დიდ ქალაქში, გაიმართება. პროექტის მიზანს, გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში,ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების გზით, საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება , გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.