რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების მიერ, 2018 წელს მოქალაქეების წერილობითი მიმართვებისა და ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინებების საფუძველზე რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. მოკვლევის შედეგად კომპანია ინტერტრანსი ათჯერ დაჯარიმდა. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 26 ივლისს მოქალაქეთა წერილის საფუძველზე, რომელიც შევიდა რუსთავის მერიაში და ასევე პეტიციის ფორმით გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში, გამოიცა ბრძანება, შემოწმდეს ის საკითხები რაც პეტიციაში არის წარმოდგენილი და რომელიც, ასევე გაწერილია რუსთავის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობებში.