ირაკლი ტაბაღუა დღეს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსთაველებს შეხვდა, გაეცნო მათ პრობლემებს და უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
შეხვედრას მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოში, აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძე დაესწრნენ.
მერის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგულარულად, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში ეწყობა.
მოსახლეობას მერთან მიღებაზე ჩაწერა, როგორც მერიაში, ასევე საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.