რუსთავის მერი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე და რუსთავის ვიცე მერი დავით კეკელიძე, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ. დელეგაციის წევრები, დამეგობრებულ ქალაქ ჟოდინოში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით იმყოფებიან, სადაც ქალაქის 55 წლის იუბილე აღინიშნება. რუსთავისა და ჟოდინოს დამეგობრების ნიშნად, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც საქართველოსა და რუსთავის გერბებია გამოსახული. რუსთავსა და ჟოდინოს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი საქართველოში, მიმდინარე წლის მარტში მოეწერა. რუსთავის ხელმძღვანელობა, ვიზიტის ფარგლებში, გარდა საიუბილეო ღონისძებებზე დასწრებისა, გრძელვადიანი და პერსპექტიული თანამშრომლობის დასამყარებლად, ქალაქის მმართველობას, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებს გაეცნობა.