რუსთავში ბაგა-ბაღების ფილიალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება . ფილიალების შენობებში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება , კერძოდ #27 ბაგა-ბაღში შენობის გამაგრების სამუშაოები ჩატარდება , მე-20 ბაღში ორი ჯგუფი გარემონტდება , ასევე გადაიხურება ბაღის სახურავი . #36 ფილიალში ფანჯრები გამოიცვლება ხოლო 37 ბაგა -ბაღის ეზო კეთილმოეწყობა და შემოიღობება .
ახალი სასწავლო წლიდან ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალი ახალი სათამაშოებით მომარაგდება.









