რუსთავში ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობა იწყება

სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა

რუსთავში ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებელობა დაიწყო. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მეგობრობის #45–ის მიმდებარედ გასართობი მოედნის სამშენებლო უბნის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, დოკუმენტაციის მიღება ორ დღეში, 23 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტაციის გადარჩევის ეტაპი დაიწყება.

მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყება. აღნიშნულ ლოკაციაზე გასართობი ინსფრასტრუქტურის მშენებლობისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.