სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში რუსთავში ერთი კვების ობიექტი დააჯარიმა. სურსათის ეროვნული საანგენტოს, ქვემო ქართლის სამმართველოს ინფორმაციით ივლისში სამსახურმა რუსთავში გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარა, შემოწმდა 45–მდე კვების ობიექტი, მათ შორის საბავშვო ბაღები, სწრაფი კვების ობიექტები და სურსათის მაღაზიები. სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევის და კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი მხოლოდ ერთ კვების ობიექტზე დაფიქსირდა, რომელიც 200 ლარით დაჯარიმდა.სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს.