რუსთავში, ჟიული შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მშენებლობის სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალგეთი“ ასრულებს. ადგილზე ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ჟიული შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა და რუსთავში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე გაკეთდება. რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პროექტის ღირებულება 126 ათას ლარს აჭარბებს. სამუშაოები დოკუმენტაციის მიხედვით, 60 კალენდარული დღის ვადაში 14 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.