რუსთავში კოსტავას დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება.პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება კოსტავას გამზირის #23 კორპუსიდან #36 კორპუსის ჩათვლით საცხოვრებელი კორპუსების ფასადები . რეაბილიტაციისთვის მიმდინარეობს საჭირო საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადების მომსახურების შესყიდვა .
კოსტავას გამზირზე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 297.000 ლარია გამოყოფილი , სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 80 კალენდარული დღის მანძილზე დასრულდება .
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის და გამყოფი ზოლის მოწყობისთვის თანხები უკვე გამოყოფილია .