მე-12 მიკრორაიონში სპორტული მოედანი მოეწყო. სავარჯიშო კონსტრუქციები დღეს ქალაქის მერმა პირადად მოინახულა . ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სკვერისა და საბავშვო მოედნის მოწყობა. შეგახსენებთ,სპორტული მოედანი, საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში, იმ ავტოფარეხების ნაცვლად განთავსდა ,რომლის დემონტაჟიც რუსთავის მერიამ მოსახლეობის ჩართულობით განახორციელა. უსახური კონსტრუქციების ლიკვიდაციის სამუშაოები მეთორმეტე მიკრორაიონის მე-7,მე-8 და მე-9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში განხორციელდა, ახალი სავარჯიშო მოედნით სწორედ ამ კორპუსების მცხოვრებლები შეძლებენ სარგებლობას. როგორც ქალაქის პირველი პირი აცხადებს, მეთორმეტე მიკრორაიონის მაგალითზე ამ კუთხით მოსახლეობის აქტივობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ირაკლი ტაბაღუას თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის ჩართულობა და მოთხოვნა მაღალი იქნება რუსთავის მერია ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.