რუსთავში ქვეწარმავლების გამოჩენის 25 ფაქტი დაფიქსირდა

ქვეწარმავლის დაფიქსირების 25 ფაქტი ბოლო 30 დღის განმავლობაში– რუსთავის  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს  უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, ივნისის განმავლობაში ცენტრში საშუალოდ დღეში ერთი ზარი ფიქსირდებოდა.  დავით ბეგაშვილის განცხადებით,  რუსთავში ჯერ–ჯერობით შხამიანი გველის გიურზა აღმოჩენის შემთხვევა არ ყოფილა.  ბეგაშვილის თქმით, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში  მოსახლეობამ 112–ში უნდა დარეკონ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები  24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და გამოძახებისთანავე მივლენ ადგილზე რათა, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა მოხდეს.  არსებული ინფორმაციით, გველის მიერ ადამიანის დაკბენის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.