რუსთავში ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ტაძარი კლინიკა „რუსთავის“ ეზოში შენდება. ადგილზე დღეს რუსთავის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე, სასულიერო პირები, კლინიკის წარმომადგენლები და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდნენ.
მეუფე იოანემ მშენებლობა აკურთხა და ლოცვა აღავლინა.
მეუფეს თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის არსებობა, რათა კლინიკის პაციენტებს და მათ ახლობლებს საშუალება ჰქონდეთ ადგილზე ილოცონ.