ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამოჩენის გამო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარე საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა.
როგორც ერთ-ერთმა აბიტურიენტმა ლაშა შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი მღრღნელის ოთახში გამოჩენის გამო ცენტრის წარმომადგენლების გამოძახება გახდა საჭირო.
“სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და „გაიყვანეს“ თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქციეს. საბოლოოდ, თაგვები პოლიეთილენის ჭიქით დაიჭრიეს“, – განაცხადა შარაშენიძემ.
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო პროცესი არ შეფერხებულა.