მარნეულის მუნიციპალიტეტში , სადახლოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს , საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს .
უწყების ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი .
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 120 მეხანძრე- მაშველი და 12 ავტოცისტერნა მუშაობს.