სამშენებლო სამუშაოების დროს 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში სამშენებლო სამუშაოების დროს, ბეტონის დასხმისას 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესები დარღვევას გულისხმობს.