საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის წინასწარი კონსულტაცია სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით შედგა და შეთანხმდა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

არჩევნების თარიღს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილს არჩევნების დასანიშნად ვადა 28 აგვისტომდე აქვს, თუმცა შეუძლია ბოლო ვადას არ დაელოდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი გაცილებით ადრე გამოსცეს.