სასამართლოში თემურ აბაზოვის პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს. მისი თქმით არსებობს მტკიცებულებები რომ ადგილი აქვს არაადამიანურ ფაქტს და აბაზოვის თავისუფლება ხელს შეუშლის გამოძიებას.
თემურ აბაზოვის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით ისინი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის დაცვით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. დარჩება თუ არა აბაზოვი პატიმრობაში რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.