სახელმწიფო აუდიტი რუსთავის მერიაში დავით ჯიქიას მერობის პერიოდს სწავლობს

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი სწავლობს. მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და 2016–2017 წლების,  დავით ჯიქიას მმართველობის, პერიოდს მოიცავს. რაც შეეხება დარღვევებს, როგორც სახელმწიფო აუდიტში „ქრონიკას“ განუცხადეს, ამ თემაზე ჯერ განმარტებებს ვერ გააკეთებენ, რადგან შესწავლა დასრულებული არ არის. საბოლოო დასკვნები კი კანონით დადგენილ ვადებში გამოქვეყნდება.  სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, რუსთავის მერიაში სამსახური გეგმიურ აუდიტს ატარებს და შემოწმების პროცესი სტანდარტულად 2–3 თვის განმავლობაში გრძელდება.