სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მწყემსს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამომძიებლებმა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ, უკომენტაროდ დატოვეს.

სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება მცხეთის სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისათვის დღესვე მიმართავს.