სმიტების ოჯახი დაკრძალეს

სმიტების ოჯახი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალი არიზონას შტატში გაიმართა და მას სმიტების ნათესავები, ხლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
სმიტების ოჯახის საზარელი მკვლელობა ხადას ხეობაში 4 ივლისს მოხდა. მათი ცხედრები აშშ-ში 20 ივლისს გადაასვენეს. მკვლელობაში ბრალდებულია 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია, რომელიც ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.