სოფელ ჭუბერში სტიქიამ სამი სახლი წაიღო

სვანეთში, სოფელ ჭუბერში სტიქიამ სამი სახლი წაიღო და კიდევ კიდევ ორ სახლს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამჟამად სოფელ ჭუბერთან მისასვლელი გზა მთლიანად ჩამოშლილია.
„სტიქიის ზონაში მყოფ მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია, არც ერთ ადამიანი არ არის დაშავებული. სტიქიამ სამი სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება. ამჟამად, ტექნიკა არის მობილიზებული ჭუბერის შემოსასვლელში, სადაც უახლოეს პერიოდში აღვადგენთ გზას. რაც შეეხება სამაშველო სამსახურებს, ყველა ადგილზეა, დამატებითი ძალები, მაშველების 110-კაციანი ჯგუფი ზუგდიდიდან მოდის. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სრულად ვაკონტროლებთ მდგომარეობას”, – განაცხდა ლევან შონიამ.
ამასთან, შონია ამბობს, რომ ხეობაში ორი მთის კედელი ჩამოშალა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.