სტიქია ბოლნისში. სოფელ დისველში ძლიერმამ წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.სტიქიამ, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ადგილობრივების რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი მსუბუქად დააზიანა. სეტყვის შედეგად კი საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა.
დილიდან სტიქიის ადგილზე ვითარების შესასწავლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელი მთლიანად დაათვალიერეს და დაზარალებულ ოჯახებს დახმარება აღუთქვეს.დაზარალებულმა,რომლის საცხოვრებელი სახლის ჭერიც ქარმა მთლიანად გადახადა კერძო აუდიტი უკვე გამოიძახა, რომელიც ზარალს შეაფასებს და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულს დახმარებას აღმოუჩენს
სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა (+ფოტო)
სტიქია ნახევარ საათის განმავლობაში გრძელდებოდა