სტიქიის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახი ამ დრომდე სასტუმროში რჩება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაზარალებულებს პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის პირველი პირები , გარდაბნის მერიაში არსებული ქალთა ოთახისა და სოციალური სამსახურის წარმომადგეnლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ და პირველადი დახმარება გაუწიეს. ამ დრომდე სასტუმროში რჩება სტიქიის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახი, კერძოდ 11 ადამიანი,რომლებსაც მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაეტბორათ.