გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ქრონიკას“ კლინიკა „რუსთავში“ განუცხადეს.
ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოგვიანებით გართულდა. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა კლინიკაში აღნიშნულს არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯებირი გაარღვია და გადავარდა.